воскресенье, 8 марта 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავიარეთ მოსწავლეთა სავარაოუდო ნაშრომების შაბლონების შექმნა.2. პრეზენტაციის შევსება მოსწავლის როლში და ჩემთვის ახალი თემა ბლოგზე მუშაობა რამაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია

четверг, 26 февраля 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

               
              ტრენინგის მეხუთე დღეს სულ რამდენი მაგრამ ამავე დროს ძალიან საიტერესო საკითხი განვიხილეთ 1. პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ 2.  პროექტშ ი
გამოყენებული  ინტერნეტ მისამართების შეტანა შესაბამის დოკუმენტში და 3. პროექტის პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ასევე 4. ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.
                 ვთვლი, რომ ყველა ადამიანი პატივს უნდა სცემდეს სხვა ადამიანის ნებისმიერ უფლებას მათ შორის საავტორო უფლებებსაც განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში სადაც მგონია, რომ ამისი გაკეთება უფრო რთულია.
                 მეორე საკითხი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა ძალიან მომეწონა როცა ჩემი  პრეზენტაცია  ბლოგში ავტვირთე და   და საფეხურებად გავიარე  და გავაანალიზე ყოველი ნაბიჯი,  ეს ჩემს მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ჩემს გარეშეც ნახონ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული მასალა და მოდელი შემდგომი მუშაობისათვის, საერთოდ ბავშვებისთვის ეს მომენტი განსაკუთრებულია როცა საკუთარ ნაშრომს სხვას აჩვენებენ და ვფიქრობ ესეც მათი მოტივაციის ამაღლების ერთ ერთი მეთოდი იქნება. ტრენინგის ბოლოს თემასთან დაკავშირებული ვიდეოც მოვიძიე ინტერნეტ სივრცეში და ავტვირთე ბლოგზე, ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა და ბევრი რამ შესძინა ჩემს ცოდნას.

სასწავლო ვიდეო რესურსი

პროექტის პრეზენტაცია

вторник, 24 февраля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

                     ტრენინგის  მეოთხე  დღეს  გადავინაცვლეთ მეორე   მოდულზე. რის ფარგლებში გავეცანით მოსწავლეთა დაწყვილების ახალ მეთოდებს, მოსწავლეთა  საჭიროებების შეფასების ახალი ფორმის დამუშავებას, შევქმენით  პრეზენტაცია პროგრამა  Power  Point-ში დავიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე.
                იქედან რაც დღეს გავიარეთ  ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეთა დაწყვილების მეთოდების განხილვა, ჩემი აზრით მოსწავლე როცა თვითონაც ჩართულია ამ პროცესში უფრო აქტიური, ინტერესიუანია და უძლიერდება შინაგანი მოტივაცია, რამდენი მეთოდი ამოვარჩიე და აუცილებლად გამოვიყენებ იმ კლასებში რომლებსაც ვასწავლი დარწმუნებული ვარ ბავშვებიც ამაში დიდი ხალისით ჩაერთვებიან.
              ჩემს მოსწავლეებთან ერთად ხშირად ვაკეთებთ პრეზენტაციებს იმ თემებთან დაკავშირებით რასაც პროგრამულად გავდივართ, ვიზუალურად ჩვენება იმისა რაც უკვე ვისწავლეთ და გავიარეთ  უკეთესად გააზრებაში და დამახსოვრებაში ეხმარება მოსწავლეებს.
            დღევანდელ ტრენინგზე კიდევ ბევრი საინტერესო წვრილმანი შევმატე ჩემს ცოდნას. მაგ. როგორი უნდა იყოს პრეზენტაციის სტრუქტურა,  რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა  პრეზენტაციის შექმნის დროს. 
              დიდი მადლობა გიორგი ჩაჩუას რომელიც ამ ყველაფერს ძალიან საინტერესოდ  გვაწვდის და გვასწავლის! 

четверг, 19 февраля 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

             

          ტრენინგების ყოველი დღე სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს ჩემში, მესამე დღეს ვისწავლეთ პროექტის გეგმის შევსება, ინტერნეტ სივრციდან საგნობრივი სტანდარტის შენახვა,  21-ე საუკუნის უნარ ჩვევების გადატანა  გეგმაში, მოსალოდნელი შედეგების შევსება და რაცგანსაკუთრებულად საინტერესო იყო ჩემთვის მიმართულების მიმცემი კითხვების განხილვა და პროექტის შესაბამისი კითხვების შედგენა. 

вторник, 17 февраля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

     
           ტრენინგის მეორე დღე ჩემთვის ძალიან საინტერესოდ  წარიმართა, ტრენერმა გადმოგვიგზავნა ელექტრონულ  ფოსტაზე  პროექტი.  შემდეგ  word-ის პროგრამაში შევისწავლეთ  საინფორმაციო  ბუკლეტის მომზადება, გავეცანით საჭირო ინსტრუმენტთა პანელებს,  შევქმენი  ჩემი ბლოგი.