ტრენინგის მეხუთე დღეს სულ რამდენი მაგრამ ამავე დროს ძალიან საიტერესო საკითხი განვიხილეთ 1. პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ 2. პროექტშ ი
გამოყენებული ინტერნეტ მისამართების შეტანა შესაბამის დოკუმენტში და 3. პროექტის პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ასევე 4. ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.
ვთვლი, რომ ყველა ადამიანი პატივს უნდა სცემდეს სხვა ადამიანის ნებისმიერ უფლებას მათ შორის საავტორო უფლებებსაც განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში სადაც მგონია, რომ ამისი გაკეთება უფრო რთულია.
მეორე საკითხი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა ძალიან მომეწონა როცა ჩემი პრეზენტაცია ბლოგში ავტვირთე და და საფეხურებად გავიარე და გავაანალიზე ყოველი ნაბიჯი, ეს ჩემს მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ჩემს გარეშეც ნახონ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული მასალა და მოდელი შემდგომი მუშაობისათვის, საერთოდ ბავშვებისთვის ეს მომენტი განსაკუთრებულია როცა საკუთარ ნაშრომს სხვას აჩვენებენ და ვფიქრობ ესეც მათი მოტივაციის ამაღლების ერთ ერთი მეთოდი იქნება. ტრენინგის ბოლოს თემასთან დაკავშირებული ვიდეოც მოვიძიე ინტერნეტ სივრცეში და ავტვირთე ბლოგზე, ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა და ბევრი რამ შესძინა ჩემს ცოდნას.
Комментариев нет:
Отправить комментарий